loader

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაწმენდას კვლავ წყლის ჭავლით ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაწმენდას კვლავ წყლის ჭავლით ცდილობს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებს.

პოლიცია ცდილობს მიმიტინგეებისგან ტერიტორია გაწმინდოს. საქართველოს პარლამენტის შენობიდან რესპუბლიკის მოედანამდე საატომობილო გზა თითქმის მთლიანად დაკავებული აქვთ სამართალდამცველებს.

სპეცრაზმმა გაარღვია და აიღო ბარიკადებიც, რომელიც მანამდე პროტესტის მონაწილეებმა აღმართეს სხვადსხვა ნივთების, საზოგადოებრივი სკამებისა და ნაგვის ურნების გამოყენებით.

პარალელურად მიმდინარეობს დაკავებები და ისმის ხმოვანი სიგნალი, მოწოდება დაშლის შესახებ.

აქციის მონაწილეები თავის დაცვის მიზნით, მიმდებარედ არსებული ქუჩებისკენ მიემართებიან.