"არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას გისურვებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველებს მიმართავს და მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში საქართველოს მოედნებზე და ქუჩებში უკრაინის დროშებს აფრიალებდა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.
არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიულ წარმატებას გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ ევროპაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში - და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში.