კახა კინწურაშვილმა "იმედი" დატოვა - რას ამბობს მსახიობი
მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ მსახიობმა მედიაჩეკერთან ინტერვიუში განაცხდა.
„მე „იმედიდან“, რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით...მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“ - მბობს კახა კინწურაშვილი მედიაჩეკერთან ინტერვიუში.