„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო", „მეტი ქალი პარლამენტში“, „არა ტოტალურ კონტროლს!“.
აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
„ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, არის სიტყვით გამოსვლებიც. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზაც.
პირდაპირი ეთერი: “მთავარი არხი“