loader

"გასაგუდად გაგვწირეს" - სტუდენტები მოითხოვენ, ლექციების ჩატარება იმ ლექტორებს აეკრძალოთ, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გასაგუდად გაგვწირეს" - სტუდენტები მოითხოვენ, ლექციების ჩატარება იმ ლექტორებს აეკრძალოთ, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას აკრიტიკებენ.

ისინი მოითხოვენ, აეკრძალოთ ლექციების კითხვა იმ ლექტორებს, რომლებმაც სადეპუტატო უფლებამოსილების ფარგლებში გუშინ "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ გუშინ მიღებული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.

მათივე ინფორმაციით, ისინი პარლამენტში საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.