ვიხრჩობოდი, ვერ ვსუნთქავდი... პარლამენტიდან "თბილისი მარიოტამდე" ხელით მატარა" - რას წერს ნანუკა ქაჯაია
"გუშინ ბატონი გიორგი ვაშაძის მიმართვას ვასმენინებდი მაყურებელს პარლამენტიდან, როცა ძალოვნებმა წარმოუდგენელი რაოდენობის გაზი გაუშვეს. იმდენად დიდი, რომ მეც და ბატონი გიორგიც ადგილზე დავვარდით. ვიხრჩობოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი. შესაბამისად, გადაადგილება უსაფრთხო ადგილამდე წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხალხში ძალიან გამიმართლა, რომ ბატონმა მამუკა ხაზარაძემ შემამჩნია, რომელიც თავადაც გაზით იყო მოწამლული და ფაქტობრივად, პარლამენტიდან "თბილისი მარიოტამდე" ხელით მატარა. თან ამ დროს თვითონაც უჭირდა გადაადგილება. უბრალოდ მინდა, რომ საჯაროდ ვუთხრა უდიდესი მადლობა დახმარებისთვის - მამუკა ხაზარაძე, გუშინ თქვენ გადამარჩინეთ." - წერს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია.