loader

"თავში ურტყეს "დუბინკები", გაზიც შეასხეს სახეში... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძის ცოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავში ურტყეს "დუბინკები", გაზიც შეასხეს სახეში... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძის ცოლი

"ზურა გუშინ დააკავეს. თავში ურტყეს "დუბინკები", გაზიც შეასხეს სახეში... ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ?" - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე ნატა ქორიძე სოციალურ ქსელში წერს.

ნატა ქორიძის თქმით, ის ზურას ამ დრომდე ვერ ნახულობს, დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში.

"ზურა გუშინ დააკავეს. პოლიციელებთან საუბრის გარდა, არაფერი გაუკეთებია გუშინ აქციაზე, ძალადობა მისთვის მიუღებელია.

საუბრისთვის თავში ურტყეს "დუბინკები", ეტყობა კიდეც დაზიანებები თურმე, მე თვითონ ვერ ვნახულობ მას.

გაზიც შეასხეს სახეში, ისევე, როგორც უამრავ ადამიანს.

ახლა დაკავებული ჰყავთ დიღმის იზოლატორში.

წესიერი სამედიცინო დახმარება, როგორც ჩანს, არც აღმოუჩენიათ. მხოლოდ გამაყუჩებელი მისცეს გუშინ.

ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ? რა მომავალს ვქმნით?" - წერს ნატა ქორიძე.