" - მოდით, ბიჭებო, დაგვარბიეთ, ყველაზე უფროსი ვარ და ჯერ მე... - გადაგეფარები, ძია" - მოქალაქის ემოციური მიმართვა სამართალდამცველებს
"- მოდით. ბიჭებო, დაგვარბიეთ, ყველაზე უფროსი ვარ და ჯერ მე... - გადაგეფარები ძია... სახლში რომ მიხვალთ, დიდი ყანწით საქართველოს სადღეგრძელო დალიეთ" - მოქალაქის ემოციური მიმართვა პოლიციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.
მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.