რუსთაველის გამზირს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასუფთავებენ - კადრები ადგილიდან
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ტერიტორიას ტოვებენ სამართალდამცველები, სპეცრაზმი და გაჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ აქციის მონაწილეებიც.
ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ.
ვიდეო: ზურა დვალიშვილი