შსს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ადასტურებს - კადრები დიღმის სამმართველოდან, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავს პოლიციას ჯაფარიძე
შსს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ადასტურებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, სკ-ის 166/173 -ე მუხლებით არის დაკავებული.
"დროა" სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავს პოლიციას ჯაფარიძე.
"ზურა ჯაფარიძე დიღმის სამმართველოდან გადაჰყავთ. სად, არ ვიცით, ადვოკატს ჯერ არ უნახავს", - წერს "დროა".