loader

რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენას მოჰყვა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ აღნიშნული პლაკატები დახია, რის გამოც დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

„ეს არის თქვენი პარტიის სახე, თქვენს ნამოქმედარს თქვენ თვითონვე ანადგურებთ! თქვენ რა გესაქმებათ საკრებულოში? 2008 წლიდან მოდის თქვენი ნამოქმედარი. თქვენ ხართ მოღალატეები!“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის დეპუტატ ოთარ ქადარიას წყალი შეასხეს, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

სიტუაცია ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა განმუხტეს და საკრებულოს სხდომა გაგრძელდა.