“2023 წლის 3 თებერვლიდან, ბახმუტთან ბრძოლის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა“ - რა ხდება ცნობილი ჯარისკაცზე, რომელიც “დიდება უკრაინას“ წარმოთქმის შემდეგ ადგილზე მოკლეს
ინტერნეტში გავრცელდა უმძიმესი ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს.
ჯარისკაცის უკანასკნელი სიტყვებია “დიდება უკრაინას“, რის შემდეგაც მას ადგილზევე, თავში გასროლით კლავენ. სასტიკად მოკლულის ვინაობა ცნობილია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცია - ტიმოფეი ნიკოლაევიჩ შადურა.
2023 წლის 3 თებერვლიდან, ბახმუტთან ბრძოლის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
ახლა უკრაინელი მცველის ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
შენიშვნა: მძიმე კადრების გამო ვიდეო სრულად არ არის წარმოდგენილი.