loader

"მინდა გავაკეთო განცხადება და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია კანონპროექტზე" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გავაკეთო განცხადება და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია კანონპროექტზე" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს - დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.

პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს.

რაც შეეხება აქციებს, როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ხელისუფლება კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ უკანონო ქმედებას არავის აპატიებს.