loader

კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერს, კახა კალაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კალაძე მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში გააგრძელებს.

„თბილისის მერს, კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.