loader

საზოგადოებას კადიროვის ცნობა უჭირს - რას წერენ ჩეჩნეთის ლიდერის შეშუპებულ სახესა და მოწყობილობაზე, რომელიც თითზე აქვს დამაგრებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზოგადოებას კადიროვის ცნობა უჭირს - რას წერენ ჩეჩნეთის ლიდერის შეშუპებულ სახესა და მოწყობილობაზე, რომელიც თითზე აქვს დამაგრებული?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ რამზან კადიროვი მძიმედ არის ავად და მკურნალობის კურსს გადის. მედიაში მისი ფოტოებიც გავრცელდა, სადაც კადიროვის ცნობა გაგიჭირდებათ - მას სახე აქვს შეშუპებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი კრემლში რამ­ზან კა­დი­რო­ვის ვაჟს, 17 წლის ახ­მად კა­დი­როვს შეხ­ვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მამის თანამდებობის დასაკავებლად ამზადებენ.

დღეს კი გავრცელდა კადიროვის შეხვედრის კადრები დონეცკელ გეილიეტ პუშილინთან, რომელიც ჩეჩნეთში ვიზიტით მოვიდა. რამზანს თითზე უცნაური მოწყობილობა უკეთია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს არის პორტატული მონიტორი პულსის უწყვეტი კონტროლისთვის და სისხლში ჟანგბადის დონისთვის. Pulsoximeter უკავშირდება სმარტფონს და მითითებული პარამეტრების შემცირების შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს.