"ეს ხამი და მისი ხამი მომთრევები" - თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილზე
ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ აქციას მართავენ.
მან პარლამენტის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს აივნიდან მიმართა და მოუწოდა, რომ არ დანებდნენ.
პარლამენტის აივნიდან ხაბეიშვილის მიმართვას აქციის მონაწილეები არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ.
"ეს ხამი და მისი ხამი მომთრევები" - წერს თამარ ჩერგოლეიშივლი სოციალურ ქსელში და "ტაბულას" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს აზიარებს.