"საშიშროება რეალურია! დღეს საქართველოს ყველა მოქალაქემ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა..." - ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიზე სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს საქართველოს ყველა მოქალაქემ თავის თავის უნდა დაუსვას კითხვა: დარჩა ძალა, რომელიც ოდნავ მაინც გააწონასწორებს, ოდნავ მაინც შეზღუდავს, ოდნავ მაინც გააკონტროლებს "ქართული ოცნების" ძალაუფლებას?.
პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი უსუსურობიდან და არათანმიმდევრულობიდან გამომდინარე "ოცნების" კონტროლის რესურსი არ აქვთ.
ქართულ მედია უნიჭო პროპაგანდის არენად არის ქცეული, მას მხოლოდ პატრონის სამსახურში ყოფნის ძალა შესწევს.
"აგენტების კანონს" მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების უმრავლესობა, ყველა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს, მაგრამ "ქართული ოცნება" ყურსაც არ იბერტყავს. პირიქით, წუმპეში მყოფი ადამიანები ყოველდღიურად დასცინიან და ამასხარავებენ ევროკავშირს. მაშასადამე, დასავლეთის სიტყვაც ვეღარ ზემოქმედებს ოცნებაზე, უკრაინის ომის დამთავრებამდე მაინც! შემდეგ რა იქნება, კაცმა არ იცის...
ერთადერთი მხარე, რომელსაც ხელისუფლების გაწონასწორების უმცირესი პოტენციალი გააჩნია - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ყველანაირი ღირებულებების მქონე ჯგუფს აერთიანებს. ახალი კანონით თითოეული ორგანიზაციის თავზე "დამოკლეს მახვილს" კიდებენ და წინააღმდეგობის, პროტესტის შემთხვევაში უმალვე შეავიწროვებენ მათ.
საშიშროება რეალურია !!! ნელ-ნელა ცხოვრება შეიძლება დავიწყოთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ირაკლი კობახიძის გემოვნებით იქნება მოწყობილი და ვინც მისნაირებს ნერვებს მოუშლის ყველა ბოროტების უპირობო მსახურად გამოცხადდება.
გაუწონასწორებელი, გაუკონტროლებელი, შეუზღუდავი ხელისუფლება, რომელიც თავდაჯერებული იდიოტივით იქცევა, ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.