"მოჰკიდეს ხელი და პირქვე დამხობილი შეაგდეს მანქანაში, ზემოდან პიროვნება დააჯდა" - რას ამბობს გუშინდელ აქციაზე დაკავებული ადვოკატის დედა?
"მოჰკიდეს ხელი და პირქვე დამხობილი შეაგდეს მანქანაში, ზემოდან პიროვნება დააჯდა" - ამის შესახებ გუშინდელ აქციაზე დაკავებული ადვოკატის, ლაშა წურწუმიას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.