5 ახალი გადაწყვეტილება, რომლებიც "ლელოს" პოლიტსაბჭომ მიიღო - მამუკა ხაზარაძის ბრიფინგი
„ლელოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მხარს დაუჭერს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომლებიც ხელს შეუწყობს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას.
როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება.