დაკავებული "ტაბულას" ჟურნალისტი და "პუბლიკას" რედაქტორი შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული "ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და "პუბლიკას" რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე რუსულ კანონს აპროტესტებენ. აქციაზე ამჟამინდელი მონაცემებით, სავრაუდოდ, 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.