loader

ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილება.