"პირველივე დღეს არ იყო დასაშვები ეს ქალი არაკომპეტენტურობის, გაუნათლებლობის და იმის გამო, რომ სპეცსამსახურებს ემსახურება" - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის ყოფილ ექიმზე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის ხვალ პროკურატურაში და მარეგულირებელში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები მოითხოვენ, მას ექიმის ლიცენზია ჩამოერთვას ან საქმიანობა საერთოდ აეკრძალოს.