მძიმე კადრები საბერძნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილიდან - მატარებლების შეჯახების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი სტუდენტია.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.