loader

73 წლის ნორვეგიელი ყოველ ღამე ურთავს რუს დიპლომატებს საჰაერო განგაშის სიგნალს - საპროტესტო პერფორმანსის ამსახველ ვიდეოს კეტილ კრანი Twitter-ზე ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

73 წლის ნორვეგიელი ყოველ ღამე ურთავს რუს დიპლომატებს საჰაერო განგაშის სიგნალს - საპროტესტო პერფორმანსის ამსახველ ვიდეოს კეტილ კრანი Twitter-ზე ავრცელებს

73 წლის ნორვეგიელმა კეტილ კრანემ გაარკვია, სად ცხოვრობენ რუსი დიპლომატები ოსლოში და საღამოობით საჰაერო განგაშის სიგნალს ურთავს.

მას საპროტესტო პერანგზეც აწერია: "გაიღვიძე, რუსო"

როგორც მოქალაქე განმარტავს, მისი მიზანია, რუსების იმგვარად გაღვიძება, რომ მათ იგრძნონ, როგორია, როდესაც განგაშის სიგნალი გაღვიძებს:

„მინდა,ისინი ორმაგი გაგებით გავაღვიძო – როგორც ფიზიკურად, ასევე იმ კუთხით, რომ გაიაზრონ, ისინი ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი ამ ომზე“.

მან გააფრთხილა მეზობლები თავისი გეგმის შესახებ.

კაცი შიშობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ ნორვეგიული საზოგადოების ყურადღება გაქრეს და „ბევრი რამისთვის“ არის მზად, მსგავსი პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად.

მოქალაქე განმარტავს, რომ მზადაა ჯარიმისთვის ან დაპატიმრებისთვის:

„ვშიშობ, რომ ომს ვეგუებით. ეს მორალური ქმედებაა და მზად ვარ დაპატიმრებისთვის“.