მარნეულში "დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" დახურვას აპროტესტებენ
მარნეულში "დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" დახურვას აპროტესტებენ, სადაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 8 მარტიდან შეწყდება.
აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელობისგან სკოლის დახურვის მიზეზის გაგებას მოითხოვენ და აცხდებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, 150-ზე მეტი მოსწაცლე განათლების გარეშე რჩება.
თავად რესურსცენტრის დირექტორი კი აცხადებს, რომ დახურვის მიზეზი სკოლაში არსებული ხარვეზები გახდა.