"შე მატრაკვეცა" - ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა „ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტები გააპროტესტა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას გულისხმობს. ნიკოლაშვილმა უმრავლესობის წევრები რუსულ გავლენებში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი ოპოზიციის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო აჩვენეს, სადაც პრეზიდენტობის დროს რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობდა.
ოპოზიციამ სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი მათ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ჩვენი პროტესტი შეეხებოდა იმ კანონს, რომელსაც აინიცირებს ,ქართული ოცნება“, რუსულ კანონს ვგულისხმობ. სწორედ ამიტომ ჩავურთეთ რუსული ჰიმნი ამ ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან", - აღნიშნა თათია ნიკოლაშვილმა.