“ვეტოს დავადებ! ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს“ - პრეზიდენტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.