“მოსახლეობამ დაგვირეკა, მიწა ჩამოწვაო! ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი!“ - თეა გოდოლაძე ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ გადაღებულ საგანგაშო ფოტოებს აქვეყნებს
“ეს არის ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ, ვაკეში. გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა, მიწა ჩამოწვაო.
ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდიო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს. არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა. არ არის კარგი უბანი ვაკე ასეთი მშენებლობებისთვის. ასეთი დანაპრალება ლოკალურად ერთი ჩაჭრის ბრალი არა მგონია იყოს. ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი! ძალიან! რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას!!!
P.S.დაგპირდით, რომ 27 თებერვლიდან დავიწყებდით ლაივჩართვებს! ძალიან მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს ხმა. იმედია, დამიბრუნდება და მომავალ კვირაში გუნდთან ერთად დავიწყებთ ონლაინჩართვებს“ - წერს თეა გოდოლაძე.