ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს - "ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ!"
"ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ!" - ამის შესახებ ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მომღერალი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ჩემო უსაყვარლესო ქართველებო, არაქართველებო! უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დიდი სიხარულის გაზიარებისთვის.
რაც მთავარია, ჩემი ბავშვობის ოცნება, ბილეთი ჰოლივუდში აღებულია.
წინ ბევრი კარგი ამბავი გველოდება. ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი ქვეყნიდან ვარ!" - წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის, ნუცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში, "ამერიკის ვარსკვლავში", მონაწილეობს. შესარჩევ ეტაპზე მან ორი სიმღერა შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ნუცა შემდეგ ტურში გადავიდა.