loader

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აკავებენ ქუჩაში ჯუფურად გამოსულ მოზარდებს, რომლებიც მიგრანტებს, “გოპნიკებს“ და სხვა თანატოლებს სცემენ - რა საერთო აქვთ მათ რუსულ დაჯუფება ЧВК Редан-თან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აკავებენ ქუჩაში ჯუფურად გამოსულ მოზარდებს, რომლებიც მიგრანტებს, “გოპნიკებს“ და სხვა თანატოლებს სცემენ - რა საერთო აქვთ მათ რუსულ დაჯუფება ЧВК Редан-თან?

Украина 24/7-ის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებში: კიევში, ხარკოვში, ივანო-ფრანკოვსკში, აკავებენ რუსული დაჯუფების, ЧВК Редан-ის გავლენით ქუჩაში გამოსულ უკრაინელ მოზარდებს, რომლებიც მიგრანტებს, “გოპნიკებს“ და სხვა თანატოლებს სცემენ.

მოზარდები აწყობენ მასობრივ ჩხუბს საზოგადოებრივ ადგილებში სხვა მოზარდებთან, მიგრანტებთან და „გოპნიკებთან“. ისინი ატარებენ გრძელ თმას და ტანსაცმელს, რომელზეც გამოსახულია ობობა, ციფრით 4.

უკრაინის პოლიციამ მოზარდების რამდენიმე ჯგუფი დააკავა, რომლებმაც მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს კიევში, ხარკოვში, ივანო-ფრანკოვსკში.

რუსული დაჯგუფების, ЧВК Редан-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ რუსეთის სხვადასხვა ქალაქშიც გამოჩნდნენ. ისინი, ძირითადად, მიგრანტების, კავკასიელების წინააღმდეგ გამოდიან, ჯგუფურად ესხმიან თავს მათ და სცემენ. მასობრივი თავდასხმის ამსახველი ვიდეო რუსულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილზევე დააკავეს.