ამაღელვებელი წუთები - ფიფამ ლუკა ლოჩოშვილი სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლისთვის დააჯილდოვა
"კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი პარიზში ჩატარებულ ფიფას The Best-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე Fair Play-ს პრიზით დააჯილდოვეს.
2022 წლის თებერვალში, როდესაც "ვოლფსბერგერის" ღირსებას იცავდა, "აუსტრიას" მცველმა გეორგ ტაიგლმა მატჩისას გონება დაკარგა, ლოჩოშვილმა კი მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიკვდილისგან იხსნა.