ვინ არის და რა ხდება ცნობილი გოგონაზე, რომლის ცხედარიც ქობულეთში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ქობულეთში, ზღვაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ახალგაზრდა ქალს, ზღვაში 22 თებერვლიდან ეძებდნენ. ცხედარი ქალაქ ქობულეთსა და შეკვეთილს შორის მდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც ბელორუსული მედია წერს, ადგილზე ჩავიდნენ ირინას ნათესავებიც, თუმცა ქალის ცოცხლად პოვნის იმედი პრაქტიკულად არ არსებობდა.
გასულ კვირას 33 წლის სლიუსარი მეგობართან ერთად ნაპირზე სეირნობდა. მოულოდნელად მათთან მყოფი ძაღლი წყალში შევიდა და უცებ ტალღამ გაიტაცა. ცხოველის გადასარჩენად ორივე ქალი ზღვაში შევარდა, მაგრამ უშედეგოდ. ირინას მეგობარმა ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, ახლა ის საავადმყოფოშია. თავად სლიუსარს ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები და მოხალისეები. მხოლოდ დღეს შეძლეს ცხედრის პოვნა. განაგრძეთ კითხვა