ვრცელდება ვიდეო, როგორ ჩამოინგრა რამდენიმე წამში სახლი - კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან
თურქეთში კიდევ ერთი, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.
ეპიცენტრი ქალაქ მალათიაში დაფიქსირდა.
"ალჯაზირას" ცნობით, მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრას 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ქვეყანაში სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ფიქსირდება.