კადრები ქუთაისიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ, საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ვიდეო: "მთავარი არხი"