"სასწრაფოდ გაავრცელეთ! ეს მოძალადე უყვიროდა და ურტყამდა ბავშვს! ყველაფერი მიკანკალებს, ისე ვდებ ამ ვიდეოს, ისეთი შოკი მქონდა..." - რა კადრები ვრცელდება საბურთალოდან?
"მაპოვნინეთ ამ ბავშვის მშობლები! სასწრაფოდ გაავრცელეთ! ეს მოძალადე, სავარაუდოდ, არის ძიძა, უყვიროდა და ურტყამდა ბავშვს! (შანხაიზე, კალისტრატე ქუთათელაძის 17ა ნომერთან.)
რომ მივედი და ვკითხე, რატომ ძალადობდა ბავშვზე - მიპასუხა, რომ უზრდელია (1 წლის ბავშვზე მეუბნება ამას), ჯღავის და ვერ ვაჩერებო! ჯერ შვილიაო, მერე შვილიშვილიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე არ მოექცევა არც დედა და არც ბებო!
ისე ავნერვიულდი, რომ რაც მოვასწარი, ამ ვიდეოს გადაღება იყო. ყველაფერი მიკანკალებს, ისე ვდებ ამ ვიდეოს! ისეთი განწირული ტიროდა ბავშვი, რომ არ უნდა გამეტანებინა ამ მოძალადისთვის! უბრალოდ ისე ამაკანკალა, მეგონა, გონებას დავკარგავდი!
ახლა ვიაზრებ და ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ვერ დავიცავი ამ მონსტრისგან! ისეთი შოკი მქონდა, რომ ვერაფერი ვერ ვქენი, მაგრამ ამ ვიდეოს დახმარებით მაინც ვიცოდი, რომ ვიპოვი, ისე არ გავუშვებდი!" - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში. ვიდეო სოციალურ ქსელში, ნიაკო ნოზაძის გვერდზე გამოქვეყნდა.