რა ხდებოდა წუხელ თბილისის ქუჩებში მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა
რა ხდებოდა წუხელ თბილისის ქუჩებში მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ემოციურ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ეკა ელოშვილი აქვეყნებს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები მატჩში დამარცხდა, შესარჩევი ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულით წაგებაც ჰყოფნიდა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ზაფხულში ჩატარდება.