loader

ტრაგედია ნინო სუხიშვილის ოჯახში - "გარდაიცვალა ყვე­ლა­ზე სუფ­თა, ერ­თგუ­ლი, გვერ­დში მდგო­მი, უსაყ­ვარ­ლე­სი ზურა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ნინო სუხიშვილის ოჯახში - "გარდაიცვალა ყვე­ლა­ზე სუფ­თა, ერ­თგუ­ლი, გვერ­დში მდგო­მი, უსაყ­ვარ­ლე­სი ზურა"

ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ზურა ლეჟა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის "ინ­სტაგრამის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დე­კა­ნო­ზი ალექ­სან­დრე გალ­და­ვაც წერს.

"ყვე­ლა­ზე სუფ­თა, წრფე­ლი, ერ­თგუ­ლი, გვერ­დში მდგო­მი, ხელ­გაშ­ლი­ლი, გუ­ლი­ა­ნი, უსაყ­ვარ­ლე­სი თვა­ლე­ბბ­რი­ა­ლა ზურა. ღმერ­თმა გა­ნუს­ვე­ნოს", - წერს აექ­სან­დრე გალ­და­ვა.

ბიზ­ნეს­მე­ნი ზურა ლეჟავა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც კარ­გად აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც იყო. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ხელი ვერ­ცხლის­ფე­რი ორა­გუ­ლის მო­შე­ნე­ბას მიჰ­ყო და ეს საქ­მე წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად აქ­ცია.

ცნო­ბის­თვის, ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ მძი­მე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ლეჟა­ვა წყნე­თი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნი ელექტროს­კუ­ტე­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და კლდი­დან გა­და­ვარ­და.