ტრაგედია ნინო სუხიშვილის ოჯახში - "გარდაიცვალა ყველაზე სუფთა, ერთგული, გვერდში მდგომი, უსაყვარლესი ზურა"
ნინო სუხიშვილის მეუღლე ზურა ლეჟავა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე ნინო სუხიშვილის "ინსტაგრამის" გვერდზე ვრცელდება.
აღნიშნულის შესახებ დეკანოზი ალექსანდრე გალდავაც წერს.
"ყველაზე სუფთა, წრფელი, ერთგული, გვერდში მდგომი, ხელგაშლილი, გულიანი, უსაყვარლესი თვალებბრიალა ზურა. ღმერთმა განუსვენოს", - წერს აექსანდრე გალდავა.
ბიზნესმენი ზურა ლეჟავა წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც კარგად აწყობილი ბიზნესი ჰქონდა და ამ ქვეყნის მოქალაქეც იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელი ვერცხლისფერი ორაგულის მოშენებას მიჰყო და ეს საქმე წარმატებულ ბიზნესად აქცია.
ცნობისთვის, ის რამდენიმე თვის წინ მძიმე ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლეჟავა წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ბიზნესმენი ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა და კლდიდან გადავარდა.