"ეს არის უდიდესი დღე ქართული სპორტის ისტორიაში" - ემოციური კადრები, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები მატჩში დამარცხდა, შესარჩევი ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულით წაგებაც ჰყოფნიდა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ზაფხულში ჩატარდება.