ქვანახშირის მაღაროს ჩამოშლის უმძიმესი ვიდეო ჩინეთიდან - შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ათეულობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
ჩინეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში მეწყრის შედეგად ქვანახშირის მაღარო ჩამოიშალა, 2 ადამიანი დაიღუპა, 6 - დაშავდა და 53 - დაკარგულად ითვლება. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ასობით მეხანძრე, მაშველი, სამაშველო ძაღლები და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.