loader

კადრები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციიდან, სადაც კრემლის მაკეტი მიიტანეს, შემდეგ კი დაანგრიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციიდან, სადაც კრემლის მაკეტი მიიტანეს, შემდეგ კი დაანგრიეს

პარტია „ევროპული საქართველოს", „თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა" და „ტაბულას" წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით, „თოვდა და თბილისს ებურა თალხი" გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის 1921 წლის 25 თებერვალი და მისი მნიშვნელობა შეეხსენებინათ.

აქციაზე დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელიც 1921 წლიდან დღემდე საქართველოს ისტორიის ფრაგმენტებს ასახავდა. ფილმი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს მოიცავდა, სადაც ისინი ე.წ. ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობენ. დოკუმენტური ფილმი მარო მაყაშვილის სიტყვებით „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!" სრულდებოდა.

ასევე, აქცია პერფორმანსის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კრემლის მაკეტი მიიტანეს, რომელიც, პერფორმანსის ბოლოს დაანგრიეს.