მამუკა ხაზარაძე უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს
მინდა, ერთიანობისკენ მოვუწოდო ყველას - თუ არ გავერთიანდით, სასწრაფოდ არ ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვეკადრება, ვერ გავუმკლავდებით გამოწვევებს, რომლებიც ისტორიულად გვქონდა და მომავალშიც გვექნება რუსეთისგან, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ირპენიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ომში ამ წელს აუცილებლად გაიმარჯვებს.