ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით - "ყოვლად გაუმართლებელია ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო"
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.