loader

"თბილისში ბარის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ძალის გამოყენებით თანხა და პირადი ნივთები წაართვეს" - პოლიციამ 4 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისში ბარის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ძალის გამოყენებით თანხა და პირადი ნივთები წაართვეს" - პოლიციამ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.კ., 1985 წელს დაბადებული მ.ღ., 1986 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში ამავე ობიექტის თანამშრომლები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით თანხა და პირადი ნივთები წაართვა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.