რა განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე?
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
„არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ", - განაცხადა ფურცხვანიძემ.
მოსამართლის აღნიშნულ კითხვაზე დანარჩენმა ბრალდებულებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს, ერთმა, გიორგი ვახტანგაშვილმა კი აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.