ავარია თბილისში - გლდანის რაიონში ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
ავარია თბილისში - შემთხვევა ცოტა ხნის წინ გლდანის რაიონში მოხდა, სადაც ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულები.
ვიდეო: zura tvauri