loader

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის პირველი ბზარი გაჩნდა... ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის პირველი ბზარი გაჩნდა... ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან" - ირაკლი კობახიძე

„ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე. რეალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს - კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან, მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით და მათ შორისაც გაჩნდა პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. ანუ, მერაბიშვილსაც უნდა, რომ უფრო მეტად მოძლიერდეს და ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები და ა.შ., რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოვლინებაა. კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან ისინი, კიდევ უფრო მეტად გაიყოფიან. ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან, ასე ვთქვათ. კარგია, კარგია ძალიან ეს პროცესი" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.