"არსებობს გამონაკლისი, ამ შემთხვევაში პენსიის გამოყენებას შეძლებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე" - როდის და როგორ შეგვიძლია ჩვენ მიერ პენსიისთვის დაგროვებული თანხის გამოყენება?
"გამონაკლისი შემთხვევები არსებობს: თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევამდე გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში თანხას მისი მემკვიდრეები მიიღებენ. მეორე გამონაკლისი კი არის, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის გახდება, პენსიის გამოყენებას შეძლებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე" - ამის შესახებ თამარ კერძაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.