"ხვიჩას დავდევ კამერით... ინგრევა სტადიონი" - რა ვიდეოს ავრცელებს ქართველი ჟურნალისტი ნაპოლი-ფრანკფურტის თამაშიდან
ჟურნალისტი სოფო კორტავა, რომელიც "ნაპოლი"-"ფრანკფურტის" მატჩს ესწრება, სოციალურ ქსელში წერს:
"ვგიჟდები სტადიონზე მუშაობაზე. აქ ემოციებს ვაგროვებ. დღეს განსაკუთრებული დღეა - ფრანკფურტი-ნაპოლი. ხვიჩას დავდევ კამერით. ანგარიში იტალიისა და გერმანიის გუნდებს შორის იტალიამ გახსნა. ინგრევა სტადიონი."