"სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს" - სურამთან მომხდარი ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ცნობილი ექიმის ოჯახის წევრია
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სამწუხარი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
როგორც მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, სურამთან ავტოავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა დავით აკობია მისი მამიდაშვილია.
"ჩვენი ერთადერთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მამის მხრიდან მეტი აღარავინ მყავს. ჩემი დათუნა, ღმერთო, როგორ გადავიტანო ეს... როგორ ვუყურო მამიდას, ორი ახალგაზრდა ძმის და ერთადერთი შვილის სიკვდილის მხილველს..." - წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გარდაცვლილები ხობელი ახალგაზრდები, მეგობრები დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. აკობია წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, თუმცა ხობში ცხოვრობდა.